ლევან ბერძენიშვილი უსუფაშვილზე: ამ დონის მოღვაწე ქვეყანაში ამ ეტაპზე ბევრი არ გვყავს

როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ ახლა „ქართული ოცნება“ არის ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკური ძალა.
„ფაქტია, რომ ახლა „ქართული ოცნება“ არის ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკური ძალა. ისიც ფაქტია და სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციაში სერიოზულ ძალას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. ინსტიტუტების მიმართ ნდობა ყოველთვის საინტერესოა. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს. როცა ოდნავ მაინც გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს, ამიტომ ეს გასაგებია, სიგნალია და სამუშაოა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
NDI-ის კვლევის შედეგების თანხმად, პოლიტიკოსთა საქმიანობის რეიტინგში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ლიდერობა ბერძენიშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „ჩემთვის არ არის დიდი საიდუმლო, რომ დავით უსუფაშვილი იქნებოდა პირველ ადგილზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ დონის მოღვაწე ქვეყანაში ამ ეტაპზე ბევრი არ გვყავს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები