“მთავრობა აქტიურად ახორციელებს ვიზა-ლიბერალიზაციის თვალსაზრისით განსახორციელებელ რეფორმებს”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაფასა. პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო მასსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრა და განაცხადა, რომ ალიანსისთვის არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია.
პრეზიდენტმა რიგის სამიტის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აღნიშნული სამიტისგან პროგრესის ადეკვატურ შეფასებას ელის.
“ბრიუსელში ჩემი ვიზიტის მიზანი იყო ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი გაწევრიანების თაობაზე, ეს განხორციელდა მტკიცედ და ეს გაგებულ იქნა ჩვენი პარტნიორების მიერ, ნატოს მიმართულებით ჩვენი პაკეტის იმპლემენტაციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, ჩვენ აქტიურად ვემზადებით რიგის სამიტისათვის, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი აქტიურად ახორციელებს ვიზა-ლიბერალიზაციის თვალსაზრისით განსახორციელებელი რეფორმების დღის წესრიგს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები