მარგველაშვილი NDI – ის კვლევებზე: ვფიქრობ, რომ შედეგები ღიად დასაფიქრებელია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI – ის გუშინდელ გამოქვეყნებულ კვლევებს აფასებს.
როგორც პრეზიდენტმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, 31%-ი, რომელსაც სურს ევროაზიულ კავშირში გაწევრიანება, არის დასაფიქრებელი და მნიშვნელოვანი სიგნალი.
„მე ვფიქრობ, შედეგები ღიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ნებისმიერი პროდასავლური ძალების დღის წესრიგი ამ მიმართულების ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციის დაკავშირებით უნდა უფრო გააქტიურდეს. 31% მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია. ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით უნდა მოახდინონ მეტი კონსოლიდაცია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები