ზურაბ ტყემალაძე: ეროვნულ ბანკთან საკმაოდ სერიოზული კითხვები გვაქვს
ეროვნულ ბანკთან სერიოზული კითხვები არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე საუბრობს. მისივე განმარტებით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ვალდებულებებს, რომლებსაც ეროვნულ ბანკს კონსტიტუცია აკისრებს.
„ბუნებრივია, გვექნება კითხვები. გვაქვს საკმაოდ სერიოზული კითხვები. გარე ფაქტორი გასაგებია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, საჭიროა გარკვეული ზომების მიღება. ეროვნულ ბანკს რეფინანსირების პროცენტის სესხი ცოტა უფრო ადრე უნდა აეწია. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რაზეც ეროვნული ბანკი კონსტიტუციით პასუხისმგებელია”, – განაცხადა ტყემალაძემ.