ზურაბ ჯაფარიძე: ლარი ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება

მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება 1-2 თვეში, ან 1 წელში დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც იყო, არარეალისტურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მთავრობა დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარი დაიწყებს გამყარებას.
„საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად შემცირდეს მთავრობის ხარჯები. ასევე უნდა მოხდეს გადასახადების კლება და გაუქმდეს რეგულაციები, მათ შორის სავიზო რეგულაციები. თუ მთავრობა დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარი დაიწყებს გამყარებას. მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება 1-2 თვეში, ან 1 წელში დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც იყო – 1, 65-ს, რაც იყო 2012 წელს, არარეალისტური მოლოდინია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები