გიორგი ქადაგიძე მომავალ კვირას პარლამენტის წინაშე წარდგება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მომავალ კვირას პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება. ამის შესახებ მან „თიბისი ბანკის” სათაო ოფისში განაცხადა, სადაც ტექნიკური სავაჭრო ფორუმი მიმდინარეობს. როგორც ქადაგიძემ განმარტა, კონსულტაციების შემდეგ ეკონომიკური ვითარება უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს.

“მომავალი კვირიდან, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართება პარლამენტში, სადაც ვისაუბრებთ ყველა თემაზე, როგორც მიზეზებზე, ასევე გადაჭრის გზებზე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განწყობები არის ის, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, რეალური შემოსავლების ზრდას. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს კვირა ყველამ უნდა გამოვიყენოთ ამ ერთადერთი და მთავარი ამოცანისთვის, რომ მაქსიმალურად დადებით ჭრილში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები