პრეზიდენტი რეზო ადამიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეზო ადამიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული ადამიანის, ჩემი დიდი ხნის მეგობრის რეზო ადამიას გარდაცვალების გამო. უბადლო მეცნიერი, დახვეწილი დიპლომატი, შესანიშნავი სპორტსმენი, საიმედო მეგობარი, დაბოლოს, სამაგალითო პიროვნება ახლობლებისთვის, კოლეგებისა და ახალგაზრდა თაობისთვის – ასეთი იყო რეზო. ძნელია სიტყვებით გამოხატო მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი. იგი აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული დიპლომატიისთვის; რეზო დააკლდა ქართულ საზოგადოებას, ყველას, ვისთანაც ოდესმე ჰქონია ურთიერთობა. მწუხარების ჟამს, გულწრფელად თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ რეზო ადამიას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები