ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ამერიკულ წვრთნებს საქართველოსადმი მხარდაჭერად მიიჩნევს

მე გთავაზობთ, რომ დღეს ვისაუბროთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და სხვა სახელმწიფოებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას იმის თაობაზე, ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება, “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც დღეს გაიხსნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ხალხისა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც ის საქართველოს მიმართ იჩენს.
“ჩვენ ვართ უზომოდ მადლიერნი, რომ საქართველოში პირველად იმართება ასეთი დონის წვრთნები. ეს არის ძალიან დიდი დაფასება ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი ქვეყნის. ეს არის ნდობის გამოხატულება და მხარდაჭერის გამოხატულება ქართული სახელმწიფოსადმი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ამ წვრთნების მიზანს წარმოადგენს ქართული ასეულის მომზადება ნატოს სწრაფი რეაგირების ოპერაციებში ჩართვისთვის.
“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი სამხედროებისთვის, ერთობლივად გაიარონ ტრეინინგები. პირველად საქართველოში შემოვიდა რამდენიმე ერთეული ამერიკული ტექნიკა, “ბრედლი” და სხვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები