ანი მიროტაძე: უმძიმესი ტრაგედია გამოწვეული იყო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით

ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” მომხდარ ტრაგედიას უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე გამოეხმაურა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, აღნიშნული ტრაგედია რომ აღარ განმეორდეს, აუცილებელია კონტროლის გამკაცრება.
„უმძიმესი ტრაგედია გამოწვეული იყო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით. ასეთი მძიმე ფაქტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კონტროლის გამკაცრება, მე, მაგალითად, ვიფიქრებდი და, ალბათ, ძალიან ბევრი ჩემთან ერთად, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პირდაპირი კანონით გათვალისწინებული მითითება, – ასეთი დაწესებულებების მფლობელებს მიეცეთ დავალება, რომ აუცილებლად უსაფრთხოების ყველა ზომა იყოს დაცული,” – განაცხადა ანი მიროტაძემ.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია გუშინ გამთენიისას მოხდა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი “სიხარული 2” ქობულეთში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერების სადენებიდან გაჩნდა, რომელშიც დაღუპული ბავშვები იყვნენ დაბინავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები