ქობულეთში დაღუპული ბავშვების ოჯახებს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს

ჩვენ – ყველა ერთად ვუერთდებით იმ სამძიმარს, რომელიც მთელმა საქართველომ გამოუცხადა ამ პატარა ბავშვებს – ასე გამოეხმაურა ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” მომხდარ ტრაგედიას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე. დავით კერესელიძემ დაღუპული სამი მოზარდის ოჯახს სამძიმარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გამოუცხადა.
“მთელ ქართველ მოსახლეობასთან ერთად მინდა სამძიმარი გამოვუცხადო იმ დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მშობლებს, რომელთა სიცოცხლეც ქობულეთში დატრიალებულ ტრაგედიას შეეწირა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩვენ – ყველა ერთად ვუერთდებით იმ სამძიმარს, რომელიც მთელმა საქართველომ გამოუცხადა ამ პატარა ბავშვებს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია გუშინ გამთენიისას მოხდა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი “სიხარული 2” ქობულეთში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერების სადენებიდან გაჩნდა, რომელშიც დაღუპული ბავშვები იყვნენ დაბინავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები