გორში კორპუსის მეოთხე სართულზე მგელი მოკლეს
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ადგილობრივებმა მგელი იპოვეს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გარეული ცხოველი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა საცხოვრებელ სახლებში შესვლას, გამთენიისას კი ადგილობრივებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა ცხოველის დაჭერა სპეციალური ხესაწყოებით ვერ შეძლეს და მგლის ლიკვიდაციისათვის სპეციალური ნებართვა აიღეს.
სადარბაზოში საპატრულო პოლიციელებმა მგელი 5 გასროლით მოკლეს. უცნობია, როგორ მოხვდა მგელი ქალაქის ცენტრში.