ნიკოლოზ ვაშაკიძე ქართველ „რუსეთუმეებს“ ვლადიმერ პუტინთან გამგზავრებას ურჩევს
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ნინო ბურჯანაძეს, კახა კუკავას, ზურაბ ნოღაიდელს „რუსეთუმეებად“ მოიხსენიებს და მათ მოსკოვში გამგზავრებას ურჩევს. ვაშაკიძე „რუსეთუმეებს“ მიმართავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მათი მხარდაჭერა სჭირდება.
„ეს ჩვენი რუსეთუმეები რა გაყუჩებულები არიან? მათი კუმირი ასეთ განსაცდელშია და ესენი ხმას არ იღებენ. ახლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა, როცა ასე უჭირს. მე ვთავაზობ ბურჯანაძეს, კუკავას, დავითაშვილს, ნოღაიდელს და მათნაირებს, სასწრაფოდ ჩავიდნენ მოსკოვში, როგორც ადრე აკეთებდნენ და საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადონ პუტინს“, – წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.