ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3338 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3294 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6178 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6439 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0261 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები