გიორგი ქადაგიძე: მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის პრობლემა არ არსებობს
მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციაში არანაირი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ბანკის პოზიციებსა და რჩევებს მთავრობას მუდმივად აცნობს.
“არანაირი პრობლემა კოორდინაციაში არ არსებობს. ჩვენ ჩვენს ფუნქციას ზედმიწევნით კარგად ვასრულებთ. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. გარდა ჩვენი უშუალო ფუნქციებისა, ჩვენ მუდმივად ვაცნობთ ჩვენს პოზიციებსა და რჩევებს მთავრობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ საკითხის ასე დაყენება, რომ კოორდინაცია არ არის და ამიტომ ლარის კურსი უფასურდება, რა თქმა უნდა, სასაცილოა”, – განაცხადა ქადაგიძემ.