გამოფენა „დამზადებულია კალინინგრადში“ გაიხსნება
15 მაისს, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა „დამზადებულია კალინინგრადში“ გაიხსნება. გამოფენა განხორციელდება ГЦСИ ბალტიის ფილიალისა და საქართველოს კულტურული ინსტიტუციების თანამშრომლობის მხარდაჭერით. პროექტი საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს უკეთ გაეცნოს მეზობელ ქვეყნებსა და მოსახლეობას, იმ თანამედროვე არტისტების შემოქმედების მეშვეობით,რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებსა თუ პრობლემებზე. გამოფენა 19 ივნისამდე გაგრძელდება.