ლიზი ჯაფარიძე საქველმოქმედო კონცერტს მართავს
10 მაისს, 14:00 საათზე, „მაგთიკლუბში“, 10 წლის მომღერალი ლიზი ჯაფარიძე (Lizi pop) საქველმოქმედო კონცერტს მართავს ძალადობის მსხვერპლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემათ საზოგადოება „ბილიკის“ მცირე საოჯახო სახლების აღსაზრდელებს, რომლებიც კონცერტს სხვა თანატოლებთან ერთად დაესწრებიან. ლიზი ჯაფარიძე 2014 წელს წარმოადგენდა საქართველოს მალტაში გამართულ საბავშვო „ევროვიზიაზე“. ის „ახალი სკოლის“ მოსწავლეა. ლიზი მომავალშიც აპირებს საქველმოქმედო საქმიანობის გაგრძელებას. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კომპანია „გალფი“, მეფრინველეობის ფაბრიკა „კოდა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“.