კარალეთის სკოლის რამდენიმე მოსწავლემ გონება დაკარგა

კარალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები გაკვეთილზე შეუძლოდ გახდნენ. 10 მოსწავლე სკოლიდან გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სოფლის რწმუნებულმა რამაზ ყაყიტაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, მოსწავლეები თავდაპირველად კარალეთის სამედიცინო ამბულატორიაში მიიყვანეს, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კარალეთის რწმუნებულის განმარტებით, მოსწავლეებს კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ.
მოსწავლეების თანაკლასელების თქმით, მოზარდებს კანკალი დაეწყოთ და გონება დაკარგეს.
რაც შეეხება მიზეზებს, ამ დრომდე მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის კონკრეტული მიზეზები არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები