ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება
ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც მან უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზურაბ მელიქიშვილის კითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა.
“გეგმა ჩვენ გვაქვს, რომლითაც ვმოქმედებთ. ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ეკისრება. რა თქმა უნდა, მთავრობის ნაწილში ჩვენ ვმუშაობთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხელი შევუწყოთ ლარის სტაბილიზაციას, რაც დაიწყება უახლოეს 2-3 კვირაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.