„2016-2017 წლებში „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დახმარება 2 ათას 800-ზე მეტ მეწარმეს გაეწევა”
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008-2012 წლებში საქართველოს ვალის ზრდა წინ უსწრებდა ეკონომიკის ზრდას. როგორც საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, 2013 წელი იყო ერთადერთი დამოუკიდებელი სქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ 50 მილიონი დოლარით შემცირდა.
“2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ეკონომიკის 3,3%-იანი ზრდა, ხოლო 2014 წელს – 4.8%. მნიშვნელოვანია ის, რომ წინა პერიოდებისაგან განსხავებით, 2014 წელს საქართველოს რეგიონში ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5%-ით, ევროკავშირთან – 76%-ით, რუსეთთან – დაახლოებით 6-ჯერ. 2012, 2013, 2014 წლებში ჯამურად შემოვიდა 3 მილიარდ 126 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია, ხოლო 2012 წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. 2014 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.