ვახტანგ გომელაურის მოსაზრებით, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი უშიშროების ბლოკში უნდა იყოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსაზრებით, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი უნდა იყოს უშიშროების ბლოკში. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ამით შს მინისტრმა “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, დეპუტატ შალვა შავგულიძის შეკითხვას უპასუხა. შალვა შავგულიძე დაინტერესდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გაყოფის შემდეგ სად წავა ე.წ. ოტო – ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც ფარულ ღონისძიებებს, მოსმენებს ახორციელებს.
“რაც შეეხება ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გამოყოფაზე ბატონი შალვას კითხვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს უშიშროების ბლოკში. იქ არის კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი და ა.შ. ანუ ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი”, – განაცხადა შს მინისტრმა.
ცნობისთვის, ახლო მომავალში იგეგმება სამინისტროს სისტემის გაყოფა – ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ამოცანებით და სტრუქტურით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები