ლია ჯახველაძე GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი, ლია ჯახველაძე სამაჟორიტარო იფისში GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. საკრებულოს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ჭიჭინაძის ქუჩის ჩიხებისა და მე-II ნავთლუღის დასახლების I-VI ქუჩებზე, კანალიზაციის მოწყობისა და წყლის სისტემის პრობლემის მოგვარების გზები.
მხარეები შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე გაეცნენ ჭიჭინაძის I-VI ჩიხებში არსებულ ვითარებას.
დეპუტატი და GWP-ს წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ შედგება პროექტი და შესაძლებლობების ფარგლებში  არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები