„პოზიცია“ ნეპოტიზმის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია” ნეპოტიზმის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კვლევა „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე ნეპოტიზმის მაჩვენებელს ასახავს. ადამაშვილის განცხადებით, დღემდე მნიშვნელოვან თანამდებობებზე ნეპოტიზმის 82 ფაქტი დაფიქსირდა.
„როგორც კვლევებით დადგინდა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მნიშვნელოვან თანამდებობებზე ნეპოტიზმის 82 ფაქტი დაფიქსირდა. მინდა, საზოგადოებას ქრონოლოგიურად გავაცნო ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ინტენსიურად ასაქმებდნენ ახლობლებს თუ ნათესავებს: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დღეს პატიმრობაში მყოფი – ივანე მერაბიშვილი; მას საკმაოდ მაღალ თანამდებობზე მისი უახლოესი ადამიანები ჰყავდა დასაქმებული. მათ ორის ბიძაშვილები დავით მერაბიშვილი, მალხაზ მერაბიშვილი, თემურ თუმანიშვილი, სტეფანე თუმანიშვილი, თამარ თუმანიშვილი. ნათლული მალხაზ ხუციშვილი, ნათელ-მირონი დავით ნარიმანიშვილი, თაკო სალაყაიას ბიძა, ნათესავი ამირან აფრამაშვილი. დედა ჟენია თუმანიშვილი, დეიდაშვილი მამუკა თუმანიშვილი. ახლო ნათესავის – ნათია მერაბიშვილის ქმარი გოჩა გელაშვილი“,- აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.
უფლებადამცველის განცხადებით, საკუთარ ახლობლებს ასაქმებდა. ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილიც.
„ნათესავებს და ახლობლებს ასაქმებდა ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – ირმა ნადირაშვილიც, მათ შორის არის მისი ქმარი – დავით დაღელაშვილი, მული ლელა დაღელაშვილი და ძმა“,- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
ადამაშვილმა ნადირაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად ნეპოტიზმში ყოფილი ხელისუფლების სხვა ჩინოვნიკებიც დაადანაშაულა.
„იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა იყო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და გამგებელი კახეთში; ძმის ცოლი ლელა წერეთელი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი. ლადო ვარძელაშვილის პირველი ცოლის და (თეონა ხრიკული) – ქ. თბილისის მერიის „ცხელი ხაზის“ ხელმძღვანელი. ზაზა გოროზიას ძმა – მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დიმიტრი შაშკინის და – ოლგა შაშკინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს სპეციალისტი. გიგა ბოკერიას სიდედრი – ლეილა ჩერგოლეიშვილი „თელასის” გარე სერვისის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის მამა – გივი ხეთაგური – თელასის სამეურნეო უზრუნველყოფის სექტორის ხელმძღვანელი. გოკა გაბაშვილის ძმა ვლადიმერ გაბაშვილი – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. მ. სააკაშვილის ბებიის, მზია წერეთლის ნათესავი ბეგლარ კაპანაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი“,- აღნიშნა ადამაშვილმა.
უფლებადამცველის თქმით, ნეპოტიზმის ფაქტები დღევანდელ ხელისუფლებაშიც არსებობს. მისი თქმით, ამის დადასტურებაა ის, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობაში ორი მინისტრის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების პოსტები სიძე-ცოლის დას, ირაკლი ალასანიასა და მაია ფანჯიკიძეს ჰქონდათ დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები