ლევან იზორია: 2012 წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოყალიბდა

შინაგან საქმეთა სამინიტროში პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2012 წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინიტრო ჩამოყალიბდა საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად. ლევან იზორიამ შს სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინიტროში პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. 2012 წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინიტრო ჩამოყალიბდა საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად. მისი ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. ყურადღება ეთმობა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაერთი კანონპროექტისა და სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში. გასაიდუმლოვდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გენერალური ინსპექციის დებულებები. გამოქვეყნდა დანაშაულის სტატისტიკა , რომელიც არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინიტროს, არამედ ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს აერთიანებს. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ნარკოტიკული დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტერორიზმის წინაარმდეგ ბრძოლის , სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, უზრუნველყოფის სფეროებში. ცვლილებები აისახა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“,-განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, გამჭვირვალეა დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობა.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე იზოლატორებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველის 140 -ზე მეტი ვიზიტი შედგა და ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ა
დამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინიტროში შეიქმნა მიიგრაციის დეპარტამენტი და აშენდა არალეგალ მიგრანტთა დროებითი მოთავსების ცენტრი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით. უსინათლოთათვის მომზადდა შინაგან საქმეთა სამინსიტროს ვებგვერდის სპეციალური ხმოვანი ვერსია. მეტყველებისა და სმენის პრობლემების მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილ იქნა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან 112-თან წვდომა, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ვიდეო ზარის მეშვეობით; შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გრძელდება დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის გატარება ნარკოტიკული დანაშაულის წინაარმდეგ ბრძოლის სფეროში; განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახეზეა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების 90%-იანი კლება. პასუხისმგებლობა დაწესდა არა მხოლოდ ცალკეულ ახალ ფსქიო აქტიურ ნივთიერებებზე, არამედ ქიმიურ ნაერთა მთე კლასებზე. საგულისხმოა, რომ ახალი ფსიქო აქტიური ნივტიერებების საზღვარზე შემოტანის ფაქტები მკვეთრად არის შემცირებული. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების შედეგად, 2014 წლის 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა სამ ტონამდე თხევადი ჰეროინი. 2015 წლის მარტში გაეროს ნარკოტიკულ ნივთიერებათა კომისიის 58-ე სესიაზე აღინიშნა საქართველოს მიერ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები“,-აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები