“გაკვეთილი მუზეუმში ” – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართა
“ენა მამული სარწმუნოება” ღონისძიება, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ილია ჭავჭავაძის ხსოვნას მიეძღვნა.
“გაკვეთილი მუზეუმში” – ეგიდით გამართულ ღონისძიებას, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, 29 -ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქალბატონი ქეთევან მუხიგული ხელმძღვანელობდა. პროექტის მხარდამჭერები სკოლის დირექტორი არმა ჩართია, კლასის ხელმძღვანელი ნინო მაზმიშვილი და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი იყო.
ღია გაკვეთილი სახლ-მუზეუმის თანამშრომლის ლეილა კალანდაძის ხელშეწყობით გაიმართა. ბავშვებმა მოინახულეს პოეტის სახლი, სადაც ილია სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. ისაუბრეს პოეტისა და დიდი საზოგადო მოღვაწის ღვაწლზე ერის წინაშე.
წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ღონისძიებამ ჯავახიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა, იქ, სადაც გაზეთ “ივერიის” რედაქცია მდებარეობდა. ღონისძიების ბოლოს ქეთევან მუხიგულმა მუზეუმის თანამშრომელს ლეილა კალანდაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ხელშეწყობისთვის, ასევე მადლიერება გამოხატა ყველა მხარდამჭერის, მშობლების მიმართ.
ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ მოსწავლეებს, რომლებმაც კარგი ცოდნით გამოიჩინეს თავი. ესენი არიან: ელე ხარებავა, თამარ რიკაძე, მარი უბილავა, ლიზი თუთარაშვილი, ლაშა სვანი, გიორგი საკაშვილი, ანა ჯ, თათია ჩიკაბერიძე, დათო ლიპარტელიანი, ბარბარე გეგეჭკორი და ჯუღაშვილი.