სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მთავრობას მხარს დაუჭერს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის ახალი პროგრამა წინა პროგრამისგან არსებითად განსხვავებული არ არის. სუბარი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მთავრობას მხარს დაუჭერს. „ბევრი სიახლეა. იგივე ჩემს სფეროში, სადაც პროგრამების გააქტიურება მიმდინარეობს, რომელიც ეფექტურს ხდის როგორც დევნილების განსახლების პროცესს, ასევე მათთვის სოციალური საკითხების მოგვარებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საპარლამენტო კომიტეტებში დღეს დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა მოუსმინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები