„ლარი – დოლარის პროპორცია მნიშვნელოვნად დაარღვია ეროვნულმა ბანკმა“

„საზოგადოება 20/30“- ის წევრმა მიხეილ დონდუამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კურსის ვარდნაზე ისაუბრა და ეროვნული ვალუტისა და დოლარის პროპორციის დარღვევაში ეროვნული ბანკი დაადანაშაულა.
მანვე ეროვნული ბანკის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ეროვნულ ბანკს პოლიტიკა უნდა გაემკაცრებინა.
” 2012 წლის შემდეგ მან დაუშვა და ფულის მასა 1 800 000 000- ით გაიზარდა, მაშინ, როცა 2011- 2012 წლებში 1 100 000 ით გაიზარდა. 2011- 2012 წლებში სავალუტო დეფიციტი დიდი საგარეო ვალის აღებით შევავსეთ. სამ მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი დაგვიგროვდა 2011-2012 წლებში. რაც შეეხება 2013-2014 წლებს, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მხოლოდ 216 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც წინა წლების მაჩვენებელს 15-ჯერ ჩამორჩება. სამი მილიარდის შემოსვლის დროს, როდესაც დეფიციტი მნიშვნელოვნად შეისვო, ამ დროს მილიარდ 1 100 000- ით გაიზარდა ფულის მიწოდება ეროვნული ბანკის მხრიდან, ხოლო მაშინ, როდესაც მხოლოდ 216 მილიონით გაგვეზარდა, 1 800 000 000-ით გაიზარადა ლარის მიწოდება. ამის გამო ლარი დოლარის პროპორცია მნიშვნელოვნად დაარღვია ეროვნულმა ბანკმა. მან წინასწარვე იცოდა რომ 2013 წლიდან ჩვენ ვალის დაფარვის აქტიურ ფაზაში ვიყავით. ეს ყველაფერი არ გათვალა ეროვნულმა ბანკმა და გაიაფების პოლიტიკა დაიწყო მაშინ, როცა არ უნდა დაწყებულიყო. ეროვნულმა ბანკმა თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას“,- აღნიშნა მიხეილ დონდუამ.
მიხეილ დონდუამ, არსებული პრობლემების გარდა, დადებით ტენდენციებზეც ისაუბრა და ზაფხულისთვის ლარის კურსის გაუმჯობესებაც ივარაუდა.
„მაისსა და ივნისში ლარის კურსის გაუმჯობესებას ველოდებით. შემდგომ პერიოდში ჩვენ ტურიზმის გააქტიურებას უნდა ველოდოთ. აპრილში ვიზიტორთა რაოდენობა მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა და ორთვიანი კლება უკვე პლიუსში გადავიდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ტურისტების ზრდას უნდა ველოდოთ. დამაიმედებელია ასევე თებერვლისა და მარტის ეკონომიკური ზრდის ტემპი, აგრეთვე გაიზარდა საბიუჯეტო საგადასახადო მაჩვენებელიც. ესეც დამაიმედებელი მაჩვენებელია“,- აღნიშნა მიხეილ დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები