გურამ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სასახლეში საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, გურამ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში გიორგი ჭანკვეტაძის მიერ შესრულებული ხელოვანის ბარელიეფი გაიხსნა.
გურამ ლორთქიფანიძემ, იგივე „ლორთქიამ“ გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. მან მარტივად მოახერხა თავისი სახასიათო და შთამბეჭდავი როლებით თავი შეეყვარებინა ქართველი მაყურებლისათვის. განსაკუთრებულია მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებში: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „ხარება და გოგია“, „პირველი მერცხალი“ და მრავალი სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები