თამარ ბერუჩაშვილი გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოში გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოში (DGAP) საჯარო გამოსვლით წარსდგა.
კონფერენციის თემა რიგის სამიტი და აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო: „Riga and beyond: what future for the Eastern Partnership“
მინისტრის გამოსვლის შემდეგ გაიმართა პანელი. რომელსაც ჟურნალი საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი რედაქტორი მოდერირებდა. პანელში მონაწილეობდნენ: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი ჰანს დიტერ ლუკასი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი ტორბიონ ზოლშტრომი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ყერკალი, კარნეგი ევროპის წარმომადგენელი პიერ ვიმონტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები