დავით სერგეენკო “მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაზე” საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სატალევიზო სიუჟეტებში, კლინიკების მიერ გამოთქმულ ჩივილს, რომ მათ უწყება თანხების გადარიცხვას უგვიანებს, უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც სერგეენკომ “კურიერის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პერიოდში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
“ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სიუჯეტი გავიდა, სადაც კლინიკები ჩივიან, რომ თანხის გადარიცხვას ვუგვიანებთ, ვადასტურებ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა საყოველთაო ჯანდაცვის პერიოდში არ მომხდარა, თანხები დროულად ირიცხება, ეს დაადასტურეს იმ კლინიკის ხელძღვანელებმა, რომლებსაც მე დღეს შევხვდი, არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს რაიმე სახის შენიშვნა, პირიქით, საყოველთაო ჯანდაცვის დამსახურებით მათ ახალი პროექტების განხორციელება შეძლეს. ჩემთვის მართლაც გაუგებარია ამ ტენდენციის გაჩენა, არ მინდა ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ ერთადერთი ახსნა რაც მიჩნდება ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები