კომპანია “სოკარი“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

 კომპანია “სოკარი“ საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემა “etanews.ge’’-ს პასუხობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემა “etanews.ge’’-მ მიანიშნა, რომ კომპანია „სოკარი“-ს ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ საინფორმაციო ბანერებზე დატანილი რუქიდან “სოკარმა” აფხაზეთი “ჩამოჭრა”. “სოკარში“ მიაჩნიათ, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციები საზიანოა, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის საერთო ინტერესებისთვისაც. “რამეთუ კომპანია „სოკარმა“ წელიწადზე მეტია ავტოგასამართ სადგურებზე განათავსა საინფორმაციო ბანერები – “უფასო გაზი საქართველოში არსებულ ყველა სალოცავს”. ბანერებზე დატანილია ის რეგიონები, სადაც საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით სალოცავებს უფასოდ მიეწოდება ბუნებრივი აირი. ვინაიდან პროექტი ვერ ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათი მონიშვნა მხოლოდ ამ მიზეზით არ მოხდა აღნიშნულ ბანერებზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკა აღიარებს მოძმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ფარგლებში და პატივს სცემს მის სუვერენიტეტს“, -აღნიშნულია “სოკარის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები