ზვიად ძიძიგური: პრეზიდენტი სიურპრიზებს გვიწყობს ხოლმე

პრეზიდენტი სურპრიზებს გვიწყობს ხოლმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამეტისთვის მთავრობის შემადგენლობის გადაგზავნის გადადება ოპოზიციას გაუხარდა.

„ეს გადადება ძალიან გაუხარდათ „ნაციონალებს“ და ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს. ვიცოდით, რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ დრო დავკარგეთ. ეს ორი დღე, რომელიც უკვე დაგეგმილი გვქონდა, ვფიქრობ, უფრო კარგად შეიძლებოდა EBRD-ის ღონისძიების მომზადებისთვის გამოგვეყენებინა. ასევე სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რომელიც დაგეგმილია მაისის თვეში. მათ შორის სხვადასხვა ბიზნესფორუმი. ეს დრო ჯობდა ოპტიმალურად გამოგვეყენებინა, მაგრამ რას ვიზამთ? პრეზიდენტი სიურპრიზებს გვიწყობს ხოლმე. ისეთ სიურპრიზებს, რომელსაც არ ველოდებით, მაგრამ კონსტიტუცია და კანონი ჩვენთვის უმთავრესია და როგორც ითხოვს კანონი, ისე ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები