პარლამენტის ბუფეტის ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზად გადასახადის გადაუხდელობა დასახელდა

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ბუფეტმა მუშაობა გააჩერა. პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე მიზეზად წლიური გადასახადის გადაუხდელობას ასახელებს.

მისი თქმით, აუქციონის გამოცხადებამდე, სასადილო არ იფუქციონირებს.

„გამარჯვებულმა კომპანიამ ფართის ქირა უნდა გადაიხადოს, სადაც სასადილო იხსნება. სამხარაულის ბიურომ ექსპერტიზა ჩაატარა, ფართი შეაფასა და დაადგინა, რომ წლიური საიჯარო ღირებულება 20 ათას ლარამდეა. კომპანიამ, რომელმაც წლიური გადასახადი 143 000 ლარი დაადო, ვერ შეძლო საიჯარო თანხის გადახდა. სასადილოს პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც ხელშეკრულებაში იყო გაწერილი“, – განაცხადა მარაქველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები