ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.3258 ლარი ეღირება, დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.3214 ლარი იყო.

ლარი სამი პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. ხვალ 1 ევროს ფასი 2.6128 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.5809 ლარს შეადგენდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარი მცირედით გამყარდა, რის გამოც, სავალუტო ბაზარზე ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნებოდა.

2.3214 კურსის პირობებში, 1 აშშ დოლარის ფასი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დღეს საშუალოდ, 2.35 ლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც გასული კვირის განმავლობაში დოლარის ფასი ბაზარზე 2.36-ლარს აღწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები