ვიაჩესლავ ჩირიკბა – ჟენევა პროპაგანდის ადგილი არ არის, პროპაგანდაზე თბილისში იზრუნონ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვეიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკება კონკრეტულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ საკითხზე ჩირიკბამ მოლაპარაკება გამართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიათა თანათავმჯდომარესთან ჰერბერტ ზალბერთან. სამწუხაროდ, ჩვენი ქართველი პარტნიორები პროპაგანდაზე უფრო არიან ორიენტირებულები, ვიდრე შედეგის მიღწევაზე. ჰუმანიტარული და პოლიტიკური ხასიათის ძირეული საკითხების განხილვის გარეშე საკითხების მოგვარება შეუძლებელია. „ჟენევა პროპაგანდის ადგილი არ არის. პროპაგანდაზე თბილისში იფიქრონ“ , – განაცხადა ჩირიკბამ.
ჰერბერტ ზალბერმაც იმედო გამოთქვა, რომ მომავალ შეხვედრაზე გაუთვალისწინებელი გართულებები თავიდან იქნება აცილებული. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიები ჟენევაში 30 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები