თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია განხორციელდება

თელავში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს. სარეაბილიტაციო პროექტების დეტალური კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა წარადგინა. სამინისტროს ცნობით, სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელებისათვის საბოლოო პროექტის განხილვა ექპსერტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ფონდის ინიციატივით მოხდა. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
„პროექტის განხორციელების მიზანია, ხელი შეუწყოს ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედის განვითარებას კახეთის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში არ იყო გამოყენებული ის მასალები, რომელიც სასახლის მშენებლობის პერიოდში, ასევე არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. სწორედ ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა არსებული პროექტის კორექტირება, რათა სრულად იქნას დაცული ყველა შესაბამისი სტანდარტი და ძეგლის იერსახე არ დაირღვეს“, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები