დავით ნარმანია: ხომერიკი-ქუმსიშვილის დაპირისპირების შესახებ ჭორებს ვერ დავადასტურებ

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელსა და ვიცე-მერს შორის დაპირისპირებას ჭორს უწოდებს და აღნიშნულს არ ადასტურებს.
აღნიშნული ნარმანიამ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიების საორგანიზაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
„რაიმე სახის კონფლიქტი მას მერიის შიგნით, ჩვენს სისტემაში არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ის მოარული ჭორები, რაც კონფლიქტებთან დაკავშირებით ვრცელდება, არ შემიძლია რომ დავადასტურო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, თემურ ხომერიკს თბილისის ვიცე-მერ დიმიტრი ქუმსიშვილთან დაპირისპირება აქვს. ამავე ინფორმაციით, ხომერიკმა თანამდებობა დატოვა. ზემოაღნიშნული ორივე ფაქტი თემურ ხომერიკმა დღეს ჟურნალისტებთან უარყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები