დავით სერგეენკო: კომპანია „ევექსმა“ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა

ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ კომპანია „ევექსმა“ სერვისების შემცირების მხრივ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა – აღნიშნული ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიების საორგანიზაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო სიტუაციას ისე დაარეგულირებს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

„კომპანია „ევექსმა“ სამწუხაროდ, სერვისების შემცირების მხრივ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. არ ვიცი, ამან რამდენად გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. ჩვენ ამ ყველაფერს მალე დავადგენთ, უახლოეს საათებში გვეცოდინება, თუმცა ვფიქრობ, სიტუაციას ისე დავარეგულირებთ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

აღნიშნული განცხადებით შუახევში, კორპორაცია „ევექსის“ კლინიკაში 3 მაისს, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მანამდე კი კომპანია „ევექსმა“ განაცხადა, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მაღალმთიან აჭარაში სტაციონარული მომსახურება გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები