პრეზიდენტმა საკუთარი სახლიდან ტაძრამდე გზა, ჟურნალისტებთან ერთად გაიარა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.
დღესასწაული მან დუშეთის წმინდა გიორგის სალოცავში აღნიშნა.
ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი სახლიდან სალოცავამდე გზა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად გაიარა.
“ამ სალოცავში ჩვეულებრივ დღეებშიც ხშირად დავდივართ მე და მაკა, სანთელს ვანთებთ და შემდეგ უკან ვბრუნდებით. მთელ საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს. წმინდა გიორგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი წმინდანია. შესაძლოა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოც კი გახდა, რადგან ეს არის არამარტო მებრძოლი ჯარისკაცი, არამედ მებრძოლი, რომელმაც შეძლო ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერი ადამიანების დამარცხება. შესაბამისად, გარკვეულწილად, საქართველოს სიმბოლოც არის, ვინაიდან ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ურთულეს ვითარებაში, როცა ფიზიკურად ბევრად ნაკლები ვიყავით, თან ფიზიკურადაც ვიბრძოდით და თან ამ ძალის უკან იდგა სულიერებაც. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები