ეკოლოგი: “პანორამა თბილისი”-ს პროექტის განხორციელებისას მწვანე საფარს ზიანი არ მიადგება

ეკოლოგ ჯუღული ახვლედიანის განცხადებით, სოლოლაკის ქედზე, სადაც, „თანაინვესტირების ფონდმა“ „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში სამუშაოები უნდა განხორციელდეს, წითელ წიგნში შეტანილი სახეობების მცენარეები არ არსებობს, შესაბამისად, მათ მოჭრას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ახვლედიანი „კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, ტერიტორიაზე უმეტესად ხელოვნურად გაშენებული, ელდარის ჯიშის ფიჭვი გვხვდება, პროექტის განხორციელებისას აღნიშნული ჯიშის ფიჭვის ხეების მცირე რაოდენობის მოჭრა იგეგმება. ჯუღული ახვლედიანმა სხვა ეკოლოგებთან ერთად აღნიშნული შეფასება პროექტ “პანორამა თბილისის” ავტორებს დასკვნის სახით შარშან ჩააბარა.11215889_369035659969290_70536404_n
ახვლედიანი აცხადებს, რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევაში ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღწერილია, თუ რა შედეგები შეიძლება ახლდეს აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ეკოლოგის თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის პროცესში ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზემოქმედებას, როგორიც სხვა სახის მშენებლობებს არ ახლავს, არ მივიღებთ. მეტიც, ახვლედიანი აცხადებს, რომ “პანორმა თბილისის“ პროექტის განხორციელებისას გარემოზე ზემოქმედების დონე (მტვერი, ხმაური და ა.შ.) შესაძლოა, გაცილებით დაბალი იყოს, ვიდრე ეს ქალაქის ცენტრში მიმდინარე მშნებლობების შემთხვევაშია. „ფონდის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, გარემოზე ზემოქმედების კუთხით რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო აღნიშნული პროექტის განხორციელებისას და „გამა კონსალტინგს“ მომართეს. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი, და ყოველგვარი შელამაზების გარეშე მათ ჩავაბარეთ შესაბამისი დასკვნა. გამოიკვეთა, რომ გავლენის ზონაში, ანუ სადაც აღნიშნული პრექტის განხორციელებისას სამუშაოები ჩატარდება, „წითელ წიგნში“ შეტანილი ჯიშის ხეები ან ენდემური სახეობა არ გვხვდება. იქ უმეტესად არის ხელოვნურად გაშენებული ელდარის ფიჭვი, დათვლილია, თუ რამდენი ეგზემპლარი ხე შეიძლება მოიჭრას მშენებლობის პროცესში, აღრიცხულია სრული რაოდენობა და სრული ნაწილიდან შედარებით მცირე ნაწილი ექვემდებარება მოჭრას“, – აცხადებს ეკოლოგი ჯუღული ახვლედიანი.
თანაინვესტირების ფონდი სოლოლაკის ფერდობზე პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებას გეგმავს. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პროექტი „პანორამა თბილისი“ უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში 30 ათასი  ხე დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები