მოქანდაკე გია ჯაფარიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა

„თი-ბი-სი არტ გალერეაში“ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოქანდაკე გია ჯაფარიძის გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე 200-მდე სკულპტურული, ფერწერული და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელთა უმეტესი ნაწილი ბოლო წლებში შეიქმნა და ფართო საზოგადოების წინაშე პირველად იფინება. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ანტიკური მითოლოგიის და ქართული ფოლკლორის თემებზე შექმნილი ნამუშევრები, ფერწერული კომპოზიციები, მხატვრისთვის ჩვეული პერსონაჟები და მინანქარი. „თი-ბი-სი არტ გალერეაში“ გამოფენა 18 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები