პეტრე ჩაიკოვსკის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

7 მაისს, 19.00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამოჩენილი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის დაბადებიდან 175-წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
კონცერტის სპეციალური სტუმარია პიანისტი, New England Conservatoire (ბოსტონო, აშშ) პროფესორი ალექსანდრე კორსანტია. კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები – თეიმურაზ გუგუშვილი, მარიკა მაჩიტიძე, ირინე რატიანი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ელენე პუტილოვა, ზაალ ხელაია, რომლებიც შეასრულებენ არიებს ჩაიკოვსკის ცნობილი ოპერებიდან. კონცერტს გაუძღვება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი დავით კინწურაშვილის დირიჟორობით. პროექტის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“ და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. იგი ჩვენს ქვეყანაში ხუთჯერ იმყოფებოდა. ცხოვრობდა მაშინდელი ტფილისის ძველ უბანში – სოლოლაკში. თბილისში მსახურობდა მისი ძმა, ანატოლი, და მასთან სტუმრობისას, ჩაიკოვსკი აქტიურად იყო ჩართული დედაქალაქის არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ სრულიად კულტურულ ცხოვრებაში, ახლოს იცნობდა თბილისური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, აქ შექმნა უამრავი ნაწარმოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები