შტაინმაიერი: მინდა მკაფიოდ ვაღიარო, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინასწარი სამუშაოები

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანც ვალტერ-შტაინმაიერს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა რიგის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივაზე. ფრანც ვალტერ-შტაინმაიერმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამისთვის წინასამუშაოები უმაღლეს დონეზე იქნა შესრულებული.
„მინდა მკაფიოდ ვაღიარო, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინასწარი სამუშაოები, ეს ძალზედ სერიოზული იყო. ბევრი რამ გაკეთდა და არ გვაქვს მიზეზი, რომ ევროკომისიის მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკომისია საკუთარ დასკვნას წევრ სახელმწიფოებსაც მიაწვდის, რის საფუძველზეც წევრი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდება პროცესი, იქნება ეს დამატებითი სამუშაოები, დამატებითი გეგმა გაწერილი თუ ა.შ. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას“, – განაცხადა ფრანც-ვალტერ შტაინმაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები