საპატრულო პოლიციამ ახალციხეში დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნა (ვიდეო)

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალციხეში დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვეს და ოჯახს დაუბრუნეს. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქალაქ ახალციხეში, პ.ნათენაძის ქუჩაზე პატრულირებისას, ქუჩაში მცირეწლოვანი ბავშვი შენიშნა, რომელსაც თან არავინ ახლდა.
სამართალდამცველებმა ბავშვთან გასაუბრებისას შეიტყვეს, რომ იგი მშობლებს დაეკარგა. პატარამ მხოლოდ საკუთარი სახელი იცოდა და მშობლებთან წაყვანას ითხოვდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული ბავშვი საპატრულო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა და მშობლებს დაუკავშირდნენ. ისინი მალევე გამოცხადდენ საპატრულო პოლიციაში. სამართალდამცველებმა ბავშვი მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები