მიხეილ გიორგაძე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იწყებს შეხვედრებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებთან.
6 მაისს, 14:00 საათზე მიხეილ გიორგაძე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებს გაესაუბრება. შეხვედრის დროს საუბარი შეეხება კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სტუდენტებისთვის აქტუალურ თემებს, მათ შორის უნივერსიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. მინისტრი ახალგაზრდებს პირადად გააცნობს კულტურის სამინისტროს სამომავლო გეგმებს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები