ხუდადოვის ქუჩაზე 120 კვიპაროსი დაირგო

ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა ხუდადოვის ქუჩაზე კვიპაროსის ნერგები დარგეს. გამწვანების აქციის ფარგლებში, ხუდადოვის ქუჩაზე 120 კვიპაროსი დაირგო. „თბილისის გამწვანების აქციაში აქტიურად ჩავერთეთ. ხუდადოვის ქუჩის ამ მონაკვეთზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ნაგავსაყრელი იყო. თებერვალში „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით ხევი დასუფთავდა და შემდეგ გადაწყდა კიდეც მისი გამწვანება,“ -განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები