EBRD ფოტოკონკურსს აცხადებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით, სპეციალურ ფოტოკონკურსს აცხადებს. EBRD კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალებს სთავაზობს, საკუთარი ფოტოების საშუალებით მთელ მსოფლიოს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და წარმოდგენა საქართველოს შესახებ.

“იმისთვის, რომ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, უპასუხოთ კონკურსის კითხვაზე – რატომ არის საქართველო განსაკუთრებული და რატომა არის ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო? შეგიძლიათ ფოტოკამერით, ტელეფონით გადაღებული ფოტო მიმდინარე წლის 13 მაისამდე განათავსოთ სოციალურ მედიაში და გააკეთოთ ე.წ. თაგი (tag) EBRD-ის Instagram (@ebrd_official), Facebook-ზე ან twitter-ზე (@EBRD), გამოიყენეთ ჰეშტაგი #Georgia15”, – აცხადებენ სამინისტროში.
EBRD საუკეთესო ფოტოებს გამოაქვეყნებს ინტერნეტსივრცეში და ასევე განათავსებს მათ თბილისში ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას. საუკეთესო ფოტოების ავტორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიიწვევს სპეციალურ ღონისძიებაზე.
“საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, სადაც EBRD მუშაობს. მას აქვს უნიკალური კულტურა, პეიზაჟები და არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს. წელს, მისი მომხიბლავი დედაქალაქი – თბილისი, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ამ კონკურსის საშუალებით, გვინდა ყველას მივცეთ საშუალება, გაიგონ მეტი საქართველოს შესახებ”, – ნათქვამია EBRD-ის ოფიციალურ განცხადებაში. (http://www.ebrd.com/news/2015/tell-the-ebrd-whygeorgia-is-special-for-you.html).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები