მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი

20 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დები იშხნელების შთამომავლის – მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი გაიმართება. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე ქალაქ თბილისის მერიაში (საკონფერენციო დარბაზი) პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას მომღერალი მანანა მენაბდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი ხათუნა კიკვაძე და მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი გაუძღვებიან. საქველმოქმედო კონცერტ-მარათონზე მანანა მენაბდე განახლებულ რეპერტუარს შეასრულებს. სპეციალურად ამ დღისთვის ძველი სიმღერების არანჟირება მოხდა. კონცერტში მონაწილეობს კამერული ორკესტრი „კამერატა ჯორჯია“ და მოწვეული მუსიკოსები.
სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვა მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი. მანანა მენაბდის თხოვნით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ART&SOCIETY“. პროექტი ხორციელდება: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით. კონცერტის მხარდამჭერები არიან: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო „შოკოლადი“, კომპანია „DHL“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები