სპექტაკლის „მშვენიერი კვირა დღე“ პრემიერა გაიმართება

6, 7 მაისს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, თენესი უილიამსი, ორმოქმედებიანი დრამის „მშვენიერი კვირა დღე“ პრემიერა გაიმართება. თარგმანი და სცენური კომპოზიციის ავტორი გურამ ვაშაკიძეა, დამდგმელი რეჟისორი გურამ ვაშაკიძე, დამდგმელი მხატვარი ლევან წულაძე, კოსტიუმების მხატვარი – ნინო სურგულაძე, მუსიკალური გამფორმებელი – ზურა გაგლოშვილი, რეჟისორის თანაშემწე -ნინო ჟორჟოლიანი.
მონაწილეობენ მსახიობები: ნანი ჩიქვინიძე, ნინო დუმბაძე, ქეთევან გეგეშიძე, ლილი ფილფანი. „მე – კაცობრიობის წარმომადგენელი ვარ, ამიტომ, როდესაც ვაკრიტიკებ ადამიანებს, მათი არასწორი დამოკიდებულების გამო მოყვასისადმი, ამით, უპირველეს ყოვლისა, ვგმობ და ვაკრიტიკებ საკუთარ თავს; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა,რომ ვემიჯნები ადამიანთა მოდგმას. სინამდვილეში სცენაზე შემიძლია ავსახო და წარმოვადგინო მხოლოდ ის ადამიანური სისუსტეები, რისი მატარებელიც მე ვარ. ამგვარად ვნებები, სისისტიკის ამსახველი სიტუაციები და მოვლენები ჩემს პიესაში მრავლადაა; ე.ი. გამოდის,რომ თითოეული ამ ულმობელი და დაუნდობელი ვნების მფლობელი მე ვარ…“ – თენესი უილიამსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები