დავით ნარმანიამ კრაკოვის მერი თბილისში მოიწვია

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია კრაკოვის მერს იაცეკ მაიხოვსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. აღინიშნა, რომ თბილისი და კრაკოვი 2009 წლიდან დაძმობილებული ქალაქებია და პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

დავით ნარმანიას თქმით, აუცილებელია კრაკოვის თვითმმართველი ორგანოს საქმიანობის გაზიარება. „პოლონური თვითმმართველობა საფუძვლად დაედო საქართველოში ერთი წლის წინ შემუშავებულ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, ვინაიდან, პოლონეთის თვითმმართველობა თავისი არსით ძალიან ახლოსაა ქართულ თვითმმართველობასთან. ჩვენ ვეცდებით გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც კრაკოვთან, ისე პოლონეთის სხვა ქალაქებთან და გავიზიაროთ მათი გამოცდილება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კრაკოვის მერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში კრაკოვში დაგეგმილია ქართული კულტურის დღეები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული ანსამბლები, მხატვრები და ფოტოხელოვანები.

შეხვედრის ბოლოს ორი ქალაქის მერმა ხელი მოაწერა თბილისსა და კრაკოვს შორის პარტნიორობის განახლების შესახებ ხელშეკრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები