გიორგი ალიბეგაშვილი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
ბატონმა რეზომ გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
ეს იყო პიროვნება, რომელმაც შექმნა ეპოქა… მისი ფილმები ერთნაირად ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისათვის და მაყურებელს თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ემოციურ განწყობას უქმნის.
სამძიმარს ვუცხადებ არა მხოლოდ ბატონი რეზოს ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს’’,-აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები